გიორგი პაპუაშვილს მთავარ პროკურატურაში იბარებენ

საქართველო, თბილისი - 18:07 | 21.07.2016
ნანახია: 1147

 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ.

“21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოხდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე