ხვალ, კიდევ ერთი ფაბ-ლაბი გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 16:47 | 21.07.2016 ნანახია: 1871
22 ივლისს 12:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნება. ამჯერად თბილისის სამხატვრო აკადემიის ფაბ-ლაბი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ფაბლაბი სამხატვრო აკადემიის ერთერთ კორპუსში ყიფშიძის ქუჩის 34 ნომერიში განთავსდება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე,თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ასევე ფაბლაბში იქნება co-working space-საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს. ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება იქნება შესაძლებელი.
საქართველო 2015 წელს ფაბ-ლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე გახდაე.წ. ფაბ-ქვეყანა. ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს.
პირველი ფაბ-ლაბი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით თბილისში შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება.
ამჯერად ფაბ-ლაბები ფუნქციონირებს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის და ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში.
ფაბ-ლაბების ქსელის გახსნა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ზუგდიდში.
FAB LAB-ი არის უნიკალური საშუალება მცირე ბიზნესის დასაწყებად, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















