რამაზ ბოლქვაძე: ბათუმს აუცილებლად ექნება ახალი სტადიონი
საქართველო, თბილისი - 14:41 | 21.07.2016 ნანახია: 4446
”ბათუმის სტადიონის პროექტს ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ძალიან პრინციპული დატვირთვა აქვს და მე ყველაფერს გავაკეთებ პროექტის განხორციელებისთვის.
ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ქალაქს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება“ - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
მინისტრი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. რამაზ ბოლქვაძეს დეტალური ინფორმაცია შპს „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა მიაწოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა პროექტში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს ახალი დავალებები მისცა და სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„ძალიან კარგად ვხედავ, რომ სტადიონის მშენებლობას უამრავი სპორტსმენი, ფეხბურთის გულშემატკივარი, თუ ჩვენი უბრალო თანაქალაქელი დიდი ინტერესით ელოდება და მათი ეს სურვილი მინისტრის რანგში ჩემს მიერ მოსახლეობასთან გამართულ ყველა შეხვედრისას იკვეთება.
დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად გავეცანი პროექტის მიმდინარეობის პროცესს და მინდა აღვნიშნო,რომ სამუშაოები ამ კუთხით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მოწონებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ტექნიკური და სამშენებლო ნებართვების სააგენტოს მიერ. შემდგომი ეტაპი საზედამხედველო კომპანიის შერჩევის მიზნით ელექტრონულ ტენდერს მოიცავს,რის შემდეგაც უკვე სტადიონის მშენებლობის ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება.
პროექტი ქალაქისთვის და არამარტო უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტადიონი სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, რაც რა თქმა უნდა ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სპორტული მოედნის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის“ - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრაზე.
სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით აშენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ
სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















