პოლიტიკოსებს აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ
საქართველო, თბილისი - 14:33 | 21.07.2016 ნანახია: 1357
"აფბა", საინიციატივო ჯგუფმა - "მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ" და "ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი" პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციებმა ცალკეულ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, რომ დაინტერესდნენ აზარტული თამაშების საკითხით და წინასაარჩევნო პროგრამებში დააფიქსირონ პოზიცია, რას ფიქრობენ აზარტული თამაშების განვითარებასთან დაკავშირებით.
„აფბას" ანალიტიკოს ზურა კუკულაძის აზრით, აუცილებელია აზარტული თამაშების შეზღუდვა, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამ სისტემას სარგებელი არ მოაქვს. "ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია ამ სისტემიდან ბიუჯეტისთვის. რეალურად, აზარტული თამაშების ბიზნესი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში სიტყვა შეღავათი არსად წერია, ყველა კარგად ხედავთ, რომ როდესაც სისტემა უნდა იბეგრებოდეს მინიმუმ 600 მლნ-ით, იბეგრება მაქსიმუმ 150 მლნ-ით", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
"მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი პაიჭაძე მოითხოვს, რომ აზარტული თამაშების შეუზღუდავი რეკლამირება მოექცეს ჩარჩოებში და კანონით დარეგულირდეს. "კაზინოებმა, სლოტკლუბებმა, ინტერნეტთამაშებმა, ტოტალიზატორებმა და მათმა პოპულარიზაციამ მოიცვა მთელი მედია სივრცეც, სატრანსპორტო საშუალებები და შენობები. სათამაშო ბიზნენსს არ აქვს არანაირი სარჩული", - განაცხადა გიორგი პაიჭაძემ.
"ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის" დამფუძნებელ, გიორგი ბახტურიძის განმარტებით, აზარტომანია არის ერთ-ერთი ნარკოდამოკიდებულების სახე, რომელიც ადამიანებში ხშირად იწვევს სავალალო შედეგებს. მისი თქმით, საქართველოში მილიონ ადამიანზე მეტია სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებული და დაავადებული, რაც ამ სფეროში სისტემურმა მიდგომამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი, წლის განმავლობაში ამ სისტემაზე დამოკიდებული დაახლოებით ოთხასამდე ადამიანი იღუპება. იგი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემების გადაჭრასა და გამოსწორებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















