ირაკლი სესიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

საქართველო, თბილისი - 13:39 | 21.07.2016
ნანახია: 1620

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება და შესაბამიწსად მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე არ განიხილება.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი თინა ხიდაშელის შემცვლელად კახი კახიშვილის და

„გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს. სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახი კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ სადაც ის დღეს მუშაობს,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე