პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 11:23 | 21.07.2016
ნანახია: 1212

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კიევში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე ჩაერთო.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, მსგავსი დანაშაული “მიუღებელია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში”.

მისი თქმით, აშშ შეძრული და დამწუხრებულია პაველ შერემეტის მკვლელობის გამო.

მანქანა, რომელშიც პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევიც ცენტრში 20 ივლისს აფეთქდა. კიევის პროკურატურა მომხდარს “განზრახ მკვლელობის” მუხლით იძიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე