სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე დამოუკიდებელი კანდიდატად იყრის კენჭის

საქართველო, თბილისი - 18:47 | 20.07.2016
ნანახია: 1310

"საქართველოს გზის" ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელი  კანდიდატად იყრის კენჭის.

„მინდა საზოგდოებას ვაცნობო, რომ მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატურით. ის, რასაც ვაცხადებდი რამდენიმე კვირა და თვეა, რომ ვაპირებდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, ფორმა არის ასეთი - დამოუკიდებელი კანდიდატურა. არც გაგიკვირდებათ და შეიძლება ბევს გაუხარდეს”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე