"პატრიოტთა ალიანსი" აჭარის ორგანიზაციის 15-მდე წევრმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 20.07.2016
ნანახია: 1238

პატრიოტთა ალიანსი აჭარის ორგანიზაციის 15-მდე წევრმა დატოვა, მათ შორის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პარტიის უკვე ყოფილი წევრი მანუჩარ აბაშიძე, რომელიც ასლან აბაშიძის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო, აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი წინასაარჩევნოდ პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა გახდა.

„ეს იყო შიდაპარტიული განხეთქილება, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. ყველა თათბირზე, ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვხვდებოდით, პოლიტიკური ხელმძღვანელობას, ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ აღმოფხვრილიყო მანკიერი მხარეები. პოლიტიკურ პარტიებში, თავი მოიყარა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც პრაქტიკულად ჩვენ პოლიტიკურ მიზნებთან წინააღმდეგობაშია,“ - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე