სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:28 | 20.07.2016
ნანახია: 1211

20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.390 პროცენტით, მაქსიმალური 8.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.669 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე