ხიდაშელი: შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და ახალი ერის დასაწყისი
საქართველო, თბილისი - 11:47 | 20.07.2016 ნანახია: 2172
აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პენტაგონში შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყებაა.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მხარეებმა მომავალი სამი წლის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს.
„ამერიკული მხარისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ამოცანის განხორციელებაში, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის შედეგად იყოს სრულ მზადყოფნაში საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების განსახორციელებლად. პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ქართული ჯარისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს არ იქნება მხოლოდ ქვედანაყოფების მომზადება, საუბარია თავდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით ინსტიტუციურ ცვლილებებზე - პირადი შემადგენლობიდან დაწყებული ლოგისტიკური საკითხებითა და რესურსების მართვით დამთავრებული. ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ შეიარაღებული ძალები უფრო მაღალ დონეზე მოვამზადოთ, ავამაღლოთ მზადყოფნა და ქვედანაყოფების შესაძლებლობა, აწარმოონ თავდაცვითი ოპერაციები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
ახალი პროგრამის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნული პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობას დაიწყებს. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებების შესრულება მომავალი წლიდან დაიწყება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















