თურქეთი და საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გადახედავენ
საქართველო, თბილისი - 10:00 | 20.07.2016 ნანახია: 1446თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბექჩისთან.
შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადებით, ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. მისი თქმით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ თურქეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2015 წლის სავაჭრო ბრუნვამ 1 517 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 23%-ით. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს, რითაც კვლავაც დასტურდება წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის დამკვიდრებული სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც უკვე დღეს თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია მისი განახლება. როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ყურძენი, ჩირი, ჩაი, ხილის წვენები, ბოსტნეული და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას თურქეთის ბაზარზე.
„შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რეალურად გავხსნით ორმხრივ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, ასეთია, მაგალითად, ხორცი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური შეფასებით, საუბარია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციალზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შემდეგ კი ექსპორტი 200 მილიონით გაიზრდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებასა და მის განუყოფელ ნაწილზე, შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA). აღინიშნა, რომ ეს შეთანხმების საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის თურქული ბიზნესისათვის.
პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თურქული ნედლეულის საქართველოში გადამუშავების შედეგად, შესაბამის სქემით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სქემა, იგივე დიაგონალური კუმულაცია საქართველოს მისცემს საშუალებას, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ახალი დარგები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















