ბოლივუდის რეჟისორები ფილმზე მუშაობას რუსთავის ავტოდრომზე აგრძელებენ
საქართველო, თბილისი - 15:13 | 19.07.2016 ნანახია: 1433
ბოლივუდის რეჟისორები ფილმზე მუშაობას რუსთავის ავტოდრომზე აგრძელებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით საქართველოში ბოლივუდი მასშტაბურ ფილმს "Machine"-ს იღებს. საქართველოთი რეჟისორები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ინდოეთში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა. გადაღება საქართველოში 65 დღე გრძელდება. ეპიზოდები მოიცავს: კახეთს, ბაზალეთს, ბორჯომს, მესტიას, რაბათის ციხესა და მარტვილს. ფილმზე 80-მეტი ადამიანი მუშაობს. "Machine" რომანტიკული თრილერია, ფილმის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც იღებენ.
ბოლივუდის ფილმების გადაღება საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას, როგორც ინდოეთიდან, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან. საქართველოში გადაღებულ ფილმს ათეულობით მილიონი ადამიანი იხილავს. სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში წელს რეკორდულად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. 2016 წლის 6 თვეში საქართველოს ინდოეთიდან 12 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 340%-ით მეტია.
Machine" ბოლივუდის ყველაზე მასშტაბური კინოპროექტია საქართველოში, რომელზეც "Betterfly Production" და "Abbas Mustan" ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ინიცირებულია მუმბაიში, ინდოეთში საქართველოს საპატიო კონსულის Satinder S Ahuja მიერ. ქეშ რიბეითი პროგრამის "გადაიღე საქართველოში" შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















