გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 19.07.2016
ნანახია: 1271

 

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და მას ქართულ-სლოვენიურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი უწოდა.

"მე მინდა გაცნობოთ, რომ სლოვენია ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მაგრამ მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთნ დაკავშირებით სლოვენიამ ვარშავის სამიტზევე გააკეთა განცხადება, არსებობს ეკონომიკურ, კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

შესაძლებელია  თანამშრომლობა იმ დიდი გამოცდილების გაზიარებით, რომელიც ჩვენი მსგავსი წარსულის მქონე ქვეყანას აქვს რეფორმირების, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

მე, დავპატიჟე სლოვენიის პრეზიდენტი. იქნება საპასუხო მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, რაც გააღრმავებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე