გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 19.07.2016
ნანახია: 1206

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ლიუბლიანას მერს  ზორან იანკოვიჩს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია  თანამშრომლობა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისი - ლუბლიანასა და ქუთაისი - მარიბორს შორის.

შეხვედრისას აღინიშნა,  რომ 2015 წელს, თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულების განახლებული ხელმოწერის შემდეგ,  დედაქალაქებს შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის მეგობრობის ნიშნად ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სიმბოლურად  „მეგობრობის სკამი“ გაიხსნა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიუბლიანას ისტორიული უბნები დაათვალიერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე