ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 18.07.2016
ნანახია: 1383

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სს კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე