აღსრულების ეროვნულ ბიუროში იპოთეკარს 6 ტყვია ესროლეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 18.07.2016
ნანახია: 1502

არაოფიციალური ინფორმაციით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი. 2030.news-ის ცნობით, იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. დაჭრილია თავად ბინის პატრონიც. ორივე დაშავებული გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში. ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე