აჭარის მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი სახე: რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე

საქართველო, თბილისი - 17:52 | 16.07.2016
ნანახია: 1938

აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას სავარაუდოდ 18 ივლისს დაამტკიცებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა, საიდანაც ორს რეგიონის წინა მთავრობაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.  სამაგიეროდ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება, ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრად წარდგენილია რამაზ ბოლქვაძის კანდიდატურა, ხოლო  სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს  ლაშა კომახიძე ჩაიბარებს.

უმაღლესი საბჭოს ბიურომ იმსჯელა მთავრობის დამტკიცების შესახებ და საკითხის განხილვა კომისიებს დაავალა. შესაბამისად დღესვე გაიმართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე