თურქეთის პრემიერი: დაკავებულია ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი
საქართველო, თბილისი - 15:18 | 16.07.2016 ნანახია: 1578
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი დააკავეს. პრემიერის თქმით, რეიდები და დაკავებები კვლავ გრძელდება. ილდირიმმა აღნიშნა, რომ ამბოხების მონაწილეები უმკაცრესად დასიჯებიან.
როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, თურქეთის ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს. ილდირიმის თქმით, თურქეთი ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. მისი ინფორმაციით, ამბოხის დროს დაიღუპა 161 ადამიანი, 1440-მდე კი დაშავდა. თუმცა მანამდე გენშტაბმა 194 დაღუპულის შესახებ განაცხადა. გარდაცვლილებს შორის სახელმწიფო გადატრიალების 104 მონაწილეა.
ბინალი ილდირიმმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, ამბოხზე პასუხისმგებლობა “პარალელურ სტრუქტურებს” დააკისრა. ამ ტერმინს თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მომხრეებთან დაკავშირებით იყენებს.
“ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს მქადაგებელ გიულენს და არ იქნება თურქეთის მეგობარი, ჩაითვლება თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლად”, - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
თავად გიულენმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი უარყო. გიულენი პენსილვანიაში ცხოვრობს და მოძრაობა “ჰიზმეტს” ხელმძღვანელობს. ის ასევე ხელმძღვამელობს მსოფლიოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















