საბერძნეთში თურქული სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 16.07.2016
ნანახია: 1729

თურქული სამხედრო ვერტმფრენი საბერძნეთში დაეშვა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, ვერტმფენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფება. მათ საბერძნეთის ხელისუფებას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს. ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალექსანდროპოლისში დაეშვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით,  სამხედრო გადატრიალების მცდელობისას შეტაკებების დროს  160 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 1440-ს აღემატება. ამბოხში მონაწილე 2800 სამხედრო დაკავებულია. თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეთა უმკაცრესად დასჯის პირობა დადო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე