თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს საკონსულო სამშობლოში გამომგზავრებამდე სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 16.07.2016
ნანახია: 1492

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

„რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ  საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები  უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე