დიმიტრი ქუმსიშვილი: როგორც კი თურქეთის შიგნით მოქალაქეების გადაადგილება იქნება უსაფრთხო, საზღვარს გავხსნით

საქართველო, თბილისი - 13:08 | 16.07.2016
ნანახია: 1289

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვრის გახსნა დამოკიდებულია  ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი  უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის  მიღებული ეს ზომები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე