სოფლის მეურნეობის სამინისტროს 14 მილიონიანი თაღლითური სქემა
საქართველო, თბილისი - 12:09 | 16.07.2016 ნანახია: 1590
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 13 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოსა“ და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.
„საქართველოს მთავრობამ, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტომ“, სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ და შპს „ეი ბი კონსალტინგმა“, მოსახლეობის განხრაზ შეცდომაში შეყვანის ხარჯზე, წინასწარ დაგეგმეს და შეიმუშავეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო სახსრების მითვისების სქემა, რაც სისრულეში მოიყვანეს დოკუმენტურად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, შემუშავდა „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი კრიტერიუმების არსებობისა და საამისდო წინასწარ შემუშავებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფს“, ხოლო თანადაფინანსების მიზნებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი.
სადაზღვევო კომპანიამ დაბეჭდა სადაზღვევო პოლისები, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტომ - სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების თაობაზე შეთანხმების ფორმები. 2015 წლის სექტემბერში მანავისა და კახეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობას პოლისებიც და ფორმებიც ხელმოსაწერად დაურიგდა”, აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მევენახეებისათვის მიცემული განმარტებისა და ხელშეკრულებაში მითითებული პირობის თანახმად, დაზღვევის პერიოდი მოიცავდა ერთ წელს დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისისი გადაცემის დღიდან.
„აი სი ჯგუფის“ მიერ წინასწარ დამზადებული და დაბეჭდილი სადაზღვევო პოლისებში „მოსარგებლე 1“-ად შეყვანილი იქნა მევენახე, ხოლო „მოსარგებლე 2“-ად წინასწარ შეყვანილი იქნა შპს „ეი ბი კონსალტინგი“, ისე, რომ ხსენებულზე მევენახეებს არც თანხმობა განუცხადებიათ, არც მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, არც ინფორმაცია მიუწოდებიათ, თუ რა სტატუსის მატარებელი იყო სადაზღვევო პოლისში მათთან ერთად მითითებული „მოსარგებლე 2“, არც ხელშეკრულება და პოლისი შეიცავდა „მოსარგებლე 2“-ის სტატუსზე ახსნას და არც ის იცოდნენ, რა ვალდებულებები გააჩნდათ მათ „მოსარგებლე 2“-თან.
რელურად, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის წინაშე გარანტად წარდგენილმა კომპანიამ სასესხო ფინანსური ვალდებულებები ისე დააკისრა მოსახლეობას, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, არ იცოდნენ სასესხო ურთიერთობის არსებითი პიროებები (ვადა, პერიოდი, თანხის მოცულობა, გადახდის წესი, ფორმა, გრაფიკის განწერა და ა.შ).
სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ რომ ცალკეულ პირებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ხოლო მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან ნდობა გააჩნდათ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მით უფრო, რომ „აგროდაზღვევა“ გამოცხადებული იქნა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო“, სახელმწიფოს წარმომადგენლად.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს „აგროდაზღვევის“ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლონოს დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცეს ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში.“, განმარტავს ბეჟაშვილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















