თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 19:19 | 15.07.2016 ნანახია: 171518 ივლისს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი დეტალურად გააშუქებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ისევე როგორც სხვა ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს.
ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მის ავტორებს შორის არიან აკა მორჩილაძე, გიორგი კეკელიძე, ნათელა გრიგალაშვილი, გოგა ჩანადირი, მანანა ვარდიაშვილი, მერაბ ადეიშვილი, დავით მაჭავარიანი და სხვები.
ჟურნალი „ანაკლია" ორ თვეში ერთხელ გამოვა. მისი ტირაჟი 3 000 იქნება და ის უსასყიდლოდ გავრცელდება.
ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრებიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ასევე კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე ჟურნალის პირველ ნომერს წარმოგიდგენთ.
პრეზენტაცია კონცეპტუალური ხასიათისაა. თიბისი გალერეაში წარმოდგენილი იქნება ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაცია, რომელიც ახალგაზრდა არტისტებმა სალომე დუმბაძემ და დიმიტრი დადიანმა მოამზადეს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე განავითარებს და ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება. საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშნეებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა სულ მცირე 40%-50%. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















