საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონელ დეპუტატებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:21 | 15.07.2016 ნანახია: 1605
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილე ესტონელ პარლამენტარებს შეხვდა.
კერძოდ შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კალლე პალლინგთან და ქეით პენტუს როსიმანუსს.
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბურსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, საგადასახადო სისტემის რეფორმების, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით.
ესტონელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ესტონეთის მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს საერთაშორისო არენაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
აღინიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელმაც მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ესტონელი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, ბიზნეს კავშირების ინტენსიფიკაციას და კულტურულ დაახლოებას.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















