1-ელ აგვისტოს ბათუმში IRI -ის რეგიონალური ოფისი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 15:04 | 15.07.2016
ნანახია: 1505

1-ელ აგვისტოს ბათუმში IRI -ის რეგიონალური ოფისი გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

‘დღეს საკმოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა საერთაშორისო ორგანიზაცია IRI-ის წარმომადგენლებთან. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გვესტუმრნენ. საინტერესო საუბარი შედგა ჩვენს შორის, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო გარემო, ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემებზე და მოსაზრებები გავცვალეთ მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. ასევე, შევიტყვე და მივესალმები 1 აგვისტოს ბათუმში IRI -ის რეგიონალური ოფისის გახსნას, წერს ლევან ვარშალომიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე