აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 15.07.2016
ნანახია: 1459

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე პატარაძის კანდიდატურას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. 

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

პატარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 21 დეპუტატიდან 11 მხარდაჭერა სჭირდებოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე