ხიდაშელი: ვიშეგრადის ქვეყნები გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ
საქართველო, თბილისი - 14:37 | 15.07.2016 ნანახია: 2030
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი დღეს ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) წარმომადგენლებს და რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალის შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრაზე მხარეებმა სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პროგრამაზე და ვიშეგრადის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პროგრამაზე ისაუბრეს. ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და აღიარებენ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უახლოეს მომავალში მიიღებს.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ მიგრაციისა და „ბრექსიტის“ ფონზე ევროკავშირში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებთან ვარშავის სამიტის შედეგებზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. თავდაცვის მინისტრმა ვიშეგრადის ჯგუფის წევრებს ასევე მოუწოდა, აქტიურად დაუჭირონ მხარი „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ისინი ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, როგორც ვარშავის სამიტზე, ასევე ევროკავშირის ფორმატში და, ბუნებრივია, რომ ვსაუბრობთ იმაზე თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება და სად შეიძლება უფრო მეტად დავეხმაროთ ამ პროცესს წარმატებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალისთან შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა რუმინელ სტუმარს პირადად გადაუხადა მადლობა ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პროცესში შეუფასებელი მხარდაჭერისთვის.
„რუმინეთის დაუღალავი შრომის შედეგია შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება და ვარშავის სამიტი ამ მხრივაც წარმატებული იყო. ერთი წლის განმავლობაში, სწორედ, რუმინეთთან მუშაობის შედეგად გახდა საქართველო ამ პლატფორმის წევრი. გამოვიყენე შესაძლებლობა, პირადად გადამეხადა მადლობა ქალბატონი ანასთვის. მან საკომიტეტო მოსმენები ჩაატარა თავის ქვეყანაში და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე მხარდამჭერი რეზოლუციაც გამოაქვეყნა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრის დროს ანა ბირჩალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთისგან ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებით, რუმინეთი მზად არის, ამ პროცესში საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მან შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუმინეთი არ დაიშურებს ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან ამ იდეის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















