ბათუმში საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 15.07.2016
ნანახია: 1427

16-17 ივლისს, სასტუმრო შერატონ ბათუმში საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის კონგრესი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრის, მეიოს კლინიკის ამერიკელი ექსპერტებიც დაესწრებიან.

კონგრესის ერთ-ერთი ძირითადი თემა პედიატრიული ნეფროლოგია და გენეტიკა იქნება, სადაც უცხოელი კოლეგები თირკმლის უწყვეტ ჩანაცვლებით თერაპიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ. ამერიკელი ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში  ქუთაისის, თბილისის და ბათუმის ნეონატოლოგებისთვის ვორქშოფებსაც ჩაატარებენ.

აჭარაში საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის კონგრესი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ეგიდით ტარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე