პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 19:52 | 14.07.2016
ნანახია: 1311

15 ივლისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.
10:30 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.

16:00 საათზე პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს  სამტრედიის შემოვლითი გზის ( ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული  11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა–აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე