არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია
საქართველო, თბილისი - 13:06 | 14.07.2016 ნანახია: 1561
დარწმუნებული ვარ, რომ არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია,-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა ჯერი ევროკავშირზეა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ამას ემხრობა წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ასევე ევროპარლამენტი, რადგანაც საყოველთაოდ არის გაცნობიერებული და აღიარებული, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. ახლა დადგა დრო, როცა ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება. თუკი ამისთვის აუცილებელი გახდა დამატებითი ბიძგი, მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ ,"- განმარტა იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის ლიდერი, კიდევ ერთხელ მიიღო მზადყოფნა და სურვილი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ.
ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს.
"ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















