საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველო, თბილისი - 11:56 | 14.07.2016 ნანახია: 1435ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა თემატურ სესიაზე: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის", რომელსაც მოდერაციას გაუწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი.
"აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს აქვს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპერტული წრეების დიდი მხარდაჭერა. დღეს ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებზე"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" გახსნის ცერემონიის კომენტირებისას.
მინისტრის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშნელოვან ასპექტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციის მიმდინარეობაზე.
"ყველა იმ კომპონენტზე, რამაც უკვე მოიტანა დადებითი შედეგები საქართველოსთვის, მაგალითად ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუ რამდენად დადებითი შედეგები მოუტანა მან საქართველოს. იზრდება ექსპორტი და ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის კონკრეტული შედეგი ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ხელშესახებია შედეგები განათლების სფეროში, ტრანსპორტის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კულტურის სფეროში, სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით"- განაცხადა მინისტრმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები.
ყოველწლიური კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ტარდება და ბათუმი ღონისძიებას 14-15 ივლისს უმასპინძლებს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















