აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად ზურაბ პატარაძეს ხვალ დაამტკიცებენ

საქართველო, თბილისი - 10:25 | 14.07.2016
ნანახია: 1257

15 ივლისს, აჭარის ა.რ. ახალი თავმჯდომარე ეყოლება, განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" წევრმა, ანზორ თხილაიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი დღეს კონსულტაციებს გაივლის და წარადგენს ახალ კანდიდატს, ხვალ კი დაამტკიცებენ ზურაბ პატარაძეს.

"კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია, ჩვენ გვაქვს 12 ხმა თავმჯდომარის ასარჩევად" განაცხადა თხილაიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან 6 ივლისს გადადგა, ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატურას პატარაძე განიხილება. კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს. მის ასარჩევად კი უმაღლეს საბჭოს 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე