პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის

საქართველო, თბილისი - 10:00 | 14.07.2016
ნანახია: 1210

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ხვდება. პრეზიდენტი, ფრაქციების თავმჯდომარეებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ზურაბ პატარაძის  საკითხს განიხილავს. გიორგი მარგველაშვილი უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.  

შეხვედრამდე დეპუტატმა მედეა ვასაძემ განაცხადა, რომ ფრაქციების თავმჯდომარეებთან შეხვედრა იყო, თუმცა მას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. შეხვედრაზე მედია საშუალებები არ დაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე