თიბისი ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
საქართველო, თბილისი - 13:34 | 13.07.2016 ნანახია: 1561
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney Magazine თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
განვლილი 6 წლის მანძილზე, თიბისი ბანკმა უკვე მეხუთედ მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტული. Euromoney Magazine - ის ამ ნომინაციაში ბანკმა 2011, 2012, 2014 და 2015 წლებშიც გაიმარჯვა.
ჟურნალის სარედაქციო გუნდის განცახდებით, თიბისი ბანკმა ჯილდო გამორჩეული მომგებიანობისა და დაბალანსებული ზრდის სტრატეგიის შედეგად მიიღო. ჟურნალმა ბანკის მიღწევებს შორის სესხების შთამბეჭდავი ზრდა, ეფექტიანობის გაუმჯობესება და საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციაში წინ გადადგმული ნაბიჯები გამოყო , რაც რედაქციის განმარტებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე.
„გვეამაყება, რომ „საქართველოს საუკეთესო ბანკის" ჯილდო უკვე მეხუთედ მივიღეთ 2011 წლის შემდეგ. ეს ჯილდო მთელი გუნდის თავდადებული შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად ყოველწლიურად ძლიერდება ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები და ბაზარზეც წამყვანი პოზიციები გვიჭირავს," -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც უკვე 25 წელია იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში.
დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
გამარჯვებულთა სრული სია Euromoney Magazine -ის 2016 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდება, ონლაინ ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება გამოცემის ვებ-გვერდზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















