პრემიერ–მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველო, თბილისი - 20:23 | 12.07.2016 ნანახია: 1573
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.
„რთულია, გადააჭარბო ბასტილიის აღების დღისა და საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა: ეს რევოლუცია იყო გლობალური დემოკრატიული მოძრაობების წინამორბედი, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა. საფრანგეთისთვის ის ნიშნავს „მარსელიეზას“, სამფეროვანი დროშის, რესპუბლიკის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის დაბადებას. სწორედ იმ დროს დაიბადა ფრანგული ლოზუნგი: liberté, égalité, fraternité (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) რომელიც დღესაც განსაზღვრავს ფრანგი ხალხის ბუნებას და, ამასთან, ზუსტად ასახავს საქართველოს ევროპულ გზას. დღეს საფრანგეთის ხსენებაზე წარმოვიდგენთ დახვეწილი სამზარეულოს, უნატიფესი მოდისა და დიდი დღესასწაულების ქვეყანას, რაც, რასაკვირველია, სიმართლეა! მაგრამ, პირველ რიგში, საფრანგეთი არის დიდი იდეალების ქვეყანა. საქართველოსთვის საბედნიეროდ, საფრანგეთი მისი მეგობრების რიცხვშია და ეს მეგობრობა დღითიდღე იზრდება. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტიპენდიანტებს, რათა მათ განათლება მიიღონ საფრანგეთში; მომავალ წელს კი დაგეგმილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფილიალის გახსნა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის!“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის განმარტებით, თანამშრომლობა ასევე ღრმავდება საქართველო-საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორში, ღვინის ინდუსტრიის ჩათვლით, რომელიც, მისივე თქმით, ორივე ქვეყნის საამაყო მემკვიდრეობას წარმოადგენს.
საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















