საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია სააჩევნო პროგრამების განხილვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებს
საქართველო, თბილისი - 18:04 | 12.07.2016 ნანახია: 1902
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები სააჩევნო პროგრამების განხილვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენთა და მეწარმეთა გაერთიანებებია, საკუთარ რიგებში აერთიანებს საქართველოს ადგილობრივი კომპანიების უმეტესობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდობით ლარის შეტანას და ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმებას.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს პარტიების საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარების და ამ განვითარებაში ადგილობრივი წარმოების როლის და ადგილის განსაზღვრა. კონკრეტულად რა საკანონმდებლო, საგადასახადო თუ სხვა პროგრამების და ინიციატივების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ წარმოების განვითარების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის საპროგრამო დოკუმენტებშია აღნიშნული, ჩვენი მიზანია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს სახელმწოფოსტრუქტურა, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაცა, შევქმნათ დიალოგის ფორმატი. რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ წარმოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათიგადაჭრის გზების ერთობლივად შემუშავებას და კონკრეტული რეფორმების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული წარმეობის მდგრად განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიებთან პირდაპირი შეხვედრები, მათი ეკონომიკური პროგრამების განხილვის მიზნით, ქართულ რეალობაში ახალ სტანდარტს დანერგავს”, აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრებისას არც ერთ პარტიას პრიორიტეტი არ მიენიჭება.
„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და განვიხილავთ პარტიების ეკონომიკური პროგრამები შეთავაზებაზე მიღებული თანხმობის მიხედვით ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მედიის თანამონაწილეობა. პარტიებთან შეხვედრების და საარჩევნო პროგრამებისა გაშუქება უზრუნველყოფს მათ მიერ პროგრამით განსაზღვრული საკითხების და დაპირების შემდგომ შესრულების პასუხისმგებლობას და კონტროლს“, აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















