ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 47-ე სეზონს “აბესალომ და ეთერით” დახურავს
საქართველო, თბილისი - 16:35 | 12.07.2016 ნანახია: 3422
15 ივლისს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 47-ე თეატრალურ სეზონს დახურავს. ამ წარმატებული, ნაყოფიერი სეზონის ბოლო აკორდად იქცევა ზაქარია ფალიაშვილის შედევრი - ოპერა “აბესალომ და ეთერი”.
ამ დადგმის პრემიერა შარშან 19 დეკემბერს გაიმართა. ოპერის დამდგმელი ჯგუფი ცნობილი ხელოვანებისგან შედგებოდა: დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - თემურ არსენიძე, ქორეოგრაფები - ვახტანგ უშვერიძე და კოტე დოლაბერიძე, კოსტიუმების მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი.
საპრემიერო სპექტაკლის წარმატებაზე ის შეფასებებიც მეტყველებს, რომლებიც ჟურნალ “მუსიკაში” გამოქვეყნდა და რომელთაც აქვე გთავაზობთ: საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარის, მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელის თქმით - “თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ცნობილი ქორმაისტერის, ნიჭიერი, გულანთებული მუსიკოსის ირინე ლომინაძის შემოქმედებითი ენერგია, პროფესიული მომთხოვნელობა და ორგანიზატორული ალღო სასიკეთოდ წაადგება ქუთაისის საოპერო თეატრს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ახალ დადგმას და წარმატებით გაართვა თავი საკმაოდ რთულ შემოქმედებით ამოცანებს. დარბაზში თავმოყრილი აუდოტორია გაიტაცა ეროვნული სულისკვეთებით აღბეჭდილმა, მონოლითურმა და შთამბეჭდავმა წარმოდგენამ, რომელიც ერთობლივი ძალებით განახორციელეს სპექტაკლის დამდგმელებმა: დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ, დამდგმელმა მხატვარმა თემურ არსენიძემ, დამდგმელმა ქორეოგრაფებმა ვახტანგ უშვერიძემ და კოტე დოლაბერიძემ. უნდა ითქვას, რომ ყველა კომპონენტი მიზანმიმართულად ფუნქციონირებს, რაც აძლიერებს სპექტაკლის როგორც მუსიკალურ, ისე სანახაობით მხარეს. ამას ხელს უწყობს მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილის კოსტიუმებიც… ზაქარია ფალიაშვილის მუსიკას მთელი არსებით ეძლევიან სპექტაკლის მონაწილეებიც. მათ გაითავისეს თავიანთი გმირების ცხოვრება. ეს ეხება როგორც თეატრის წამყვან, გამოცდილ მომღერლებს, ისე ნიჭიერ ახალგაზრდებს…”
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის, კომპოზიტორ კახა ცაბაძის შეფასებით: “პრემიერას შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ, რაც ძალზე სასიხარულოა. რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის და მხატვარ თემურ არსენიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვიხილეთ სწორედ იმგვარი “აბესალომი”, რომელიც კიდეც შეესატყვისება ჩვენს წარმოსახვას და ამავე დროს, სიახლითაც გამოირჩევა. შემოქმედებითი ჯგუფიდან გამოვყოფ დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის მიერ გაწეულ შრომას, გუნდის სათანადო დონეს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ამ ოპერის ადექვატური განხორციელება. ვულოცავ ყველა შემსრულებელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩემთვის მაინც აღმოჩენად იქცა აბესალომის პარტიის შემსრულებელი - გიორგი სტურუა, მშვენიერი გარეგნობით, არტისტული მონაცემებით, ვფიქრობ, რომ მას მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მომავალი უნდა ჰქონდეს”.
სეზონის დახურვაზე “აბესალომ და ეთერს” ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - გიორგი სტურუა (აბესალომი; აქვე აღვნიშნავთ, რომ 13 ივნისს მოსკოვის დიდ თეატრში ახალგაზრდული საოპერო პროგრამის ეგიდით გაიმართა მოსმენა-კონკურსი, რომლის შედეგად 23 წლის გიორგი სტურუა გახდა დიდი თეატრის ახალგაზრდული ჯგუფის სოლისტი, რასაც გულწრფელად ვულოცავთ და მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას ვუსურვებთ!), ნათია სტეფანიშვილი (ეთერი), კალისტრატე ხარჩილავა (აბიო მეფე), ნუცა ზაქაიძე (დედოფალი ნათელა; ნაანა), ნაირა კიკოლიაშვილი (მარიხვარსკვლავი), ლაშა თითბერიძე (მურმანი), ბადრი სახამბერიძე (თანდარუხი), მიხეილ ქებაძე (სტუმარი), ემილ ჩარგაზია (მსახურთუხუცესი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.
47-ე თეატრალურ სეზონში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა არაერთ სპექტაკლსა და კონცერტზე მიიწვია აუდიტორია, ათეულობით მუსიკალურ ღონისძიებასაც უმასპინძლა, მათ შორის, რამდენიმეჯერ შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის “დაისი”, ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”, ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია”, რევაზ ლაღიძის “ლელა”, ვანო გოკიელის “წითელქუდა”, დიდი წარმატებით ჩატარდა კონცერტები თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით; იყვნენ გასტროლიორებიც, მათ შორის გამორჩეული იყო კონცერტი საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი ტენორის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტის ირაკლი კახიძისა და ცნობილი ფრანგი სოპრანოს კრისტელ დი მარკოს მონაწილეობით, რომელსაც ქუთაისის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა.
და მაინც, ამ ფონზეც, ცხადია, უმთავრესი იყო პრემიერები - როგორც აღინიშნა, 19 დეკემბერს დიდი წარმატებით შედგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, ქართული მუსიკის მარგალიტის “აბესალომ და ეთერის” პრემიერა, 3 ივნისს კი, მაყურებლის სამსჯავროზე წარდგენილი იყო ოთარ თაქთაქიშვილის ლირიკულ-კომიკური ოპერის “პირველი სიყვარულის” აღდგენილი, განახლებული ვერსიის პრემიერა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი შეფასებები შემოქმედებითი აღმასვლის მასტიმულირებელია, რაც, ვფიქრობთ, ნათლად წარმოჩნდება მომავალ 48-ე თეატრალურ სეზონშიც, რომლის მანძილზე მრავალი სიურპრიზი ელოდება ქუთაისის ოპერის თეატრის მსმენელებს. ამჯერად კი მხოლოდ ერთ პრემიერას დავაანონსებთ 5 ოქტომბერს სეზონის გახსნაზე თეატრი მიგიწვევთ ჯუზეპე ვერდის ოპერის “ტრავიატას” პრემიერაზე, რომელიც უთუოდ მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა თეატრის განვითარების გზაზე, ამის ყველა წინაპირობა არსებობს.
პოლიტიკა
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს - ემანუელ მაკრონი ისრაელ-ირანზე
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
- საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება