თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, ხოლო გიგლა აგულაშვილი პარტიას გაემიჯნა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 12.07.2016
ნანახია: 1398

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მინისტრების თანამდებობებს ტოვებენ, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან და პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომელბსაც ამ წუთში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში.

"რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას" და რჩება თანამდებობაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე