ესპანეთში კიევის ყოფილი მერის შვილი სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:25 | 12.07.2016
ნანახია: 1386

ესპანეთში კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი, სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Mundo  ავრცელებს.

2030-ი El Mundo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთის პოლიცია ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში ფინანსური დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში ჩხრეკას ატარებს. როგორც მედიასაშუალება იტყობინება, საუბარია იაპონური სამზარეულოს ძვირადღიარებულ რესტორანზე, რომელიც 2014 წელს გაიხსნა და სომეხ ბიზნესმენს არმან მაილიანს ეკუთვნის.

El Mundo-ს ინფორმაციით, გამოძიების ფაგლებში დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის რესტორნის მეპატრონე და კიევის ყოფილი მერის შვილი. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმტანილები რესტორანს ფულის გასათათრებლად იყენებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე