უკრაინის #1 დიპლომატს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმს მალე დაუწესებს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 12.07.2016
ნანახია: 1135

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმს მალე დაუწესებს. ამის შესახებ პაველ კლიმკინმა კიევში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე უკრაინა და ჩვენი ქართველი მეგობრები ევროკავშირში მგზავრობას ვიზების გარეშე შეძლებენ“, - განაცხადა კლიმკინმა.
მან ასევე აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები ევროპისთვის პერსპექტიულ ბაზარს წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე