სექტემბრიდან ლონდონის კოლეჯში მასწავლებლად რობოტი იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 12.07.2016
ნანახია: 1116

იაპონური რობოტი - Pepper-ი ბავშვებს პროგრამირების სწავლაში დაეხმარება.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ინოვაცია თავდაპირველად ლონდონის ინჟინერიისა და დიზაინის კოლეჯში, უახლოეს პერიოდში, დაინერგება.

რობოტი Pepper-ი უკვე აქტიურად გამოიყენება ბრიტანულ ბანკებში, სავაჭრო ცენტრებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

ამჯერად Pepper-ი ბავშვებს პროგრამირების შესწავლაში დაეხმარება.

მასწავლებელი რობოტი ბრიტანეთის კოლეჯში სექტემბრიდან გამოჩნდება და ის იქნება პირველი ბრიტანული სასწავლო დაწესებულება სადაც რობოტი პედაგოგის რანგში იმუშავებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე