თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 10:29 | 12.07.2016 ნანახია: 1311
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში დასრულდა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პროექტს სიმბოლური, წარმატებული და გამორჩეული უწოდა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომლის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რისთვისაც კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ 7 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის “ფორმულა 1”-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.
„ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი შეზღუდული ვადების, უდიდესი მოცულობის და დაძაბულობის ფონზე პროექტის ყველა მონაწილემ შეძლო საერთო საქმისთვის გაერთიანება. სწორედ ამ წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს სრულად განახლებული ასაფრენი ზოლი და ახალი II კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და კომფორტს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის და განახლების პროცესი გრძელდება. კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები. დაწყებულია ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამავე დროს მზად იყოს მგზავრთნაკადის ყოველწლიური ზრდისთვის. 2015 წელს ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ვიზიტორების და ასევე მგზავრთნაკადის უპრეცენდენტო ზრდა და პროგნოზის მიხედვით, ზრდის ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აეროპორტში არ შეფერხებულა ავიარეისები. ყოველდღიურად ასაფრენი ზოლი იკეტებოდა 10 საათის განმავლობაში, იხსნებოდა 20:00 საათზე და საჰაერო ხომალდების მომსახურება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტში ჩართული კომპანიების კოორდინაციაზე. მისი შეფასებით, ეს იყო ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი და მისი წარმატება შესაძლებელი გახდა მასში მონაწილე ყველა მხარის სინქრონული და ეფექტური თანამშრომლობით. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა და კომპანიას (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტავ ჯორჯია, საქაერონავიგაცია, ტავ ქონსტრაქშენი, ბლექ სი გრუპი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, IATA Consulting, ADPI, ვირდგენის ჯგუფი და სხვ.) და მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. უმაღლესი კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემის უზრუნველყოფა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად განახორციელა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. პროექტი ფრანგულმა საინჟინრო კომპანიამ ADPI მოამზადა. მშენებლობის პროცესს ზედამხედველობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკურმა კონსულტანტმა გაუწია.
პრეზენტაციას ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















