სადახლოზე 25731.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 18:53 | 11.07.2016
ნანახია: 1311

10 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს ზოდების  კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, საერთო წონით 250.07 გრ. 5ც ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საქონლის  საბაჟო ღირებულებამ  25731.46  ლარი  შეადგინა.  

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე