ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 11.07.2016
ნანახია: 1122

 

 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 95 ათას 430 მგზავრს მოემსახურა, 2015 წლის იანვარ-ივნისში კი 78 ათას 859 მგზავრს, შესაბამისად ზრდამ 16 ათას 571 მგზავრი, ანუ 21,01 %-ი შეადგინა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ წლევანდელი მაჩვენებელებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპიორტი 15 %-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახუირა, ვიდრე 2014 წლის იანვარ-ივნისში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ექვს თვეში აეროპორტმა 112 ათას 194 მგზავრი მიიღო, შესაბამისად სხვაობამ -15%-ი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 მლნ 82 ათას 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს (892 468 მგზავრი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე