ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 47.14%-ით მეტი მგზავრი გაატარა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 11.07.2016
ნანახია: 1193

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაეზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 92 ათას 682 მგზავრს მოემსახურა, 2015 წლის იანვარ-ივნისში კი 62 ათას 987 მგზავრს. შესაბამისად მიმდინარე წლის არსებული მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 47.14%-ით მეტი მგზავრი გაატარა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 23.83%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე ეს 2014 წლის ექვს თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 მლნ 82 ათას 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს (892 468 მგზავრი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე