ევრო-2016-ის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 11.07.2016
ნანახია: 1262

პარიზში ევრო-2016-ის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, ასევე სტად-დე-ფრანსთან, სადაც მატჩი გაიმართა, არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც პოლიციამ გულშემატკივართ ნაწილი ეიფელის კოშკთან მდებარე ფან-ზონაში არ შეუშვა. პოლიციის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარი - 90 ათასი. 

2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ მატჩში საფრანგეთი დაამარცხეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე