თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დღეს გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 10:42 | 11.07.2016
ნანახია: 1233

11 ივლისს, 16.30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე