ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 10.07.2016
ნანახია: 1604

ამ წუთებში, გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2“- ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედა - მაია რჩეულიშვილი ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია „ცენტრ-პოინტის“ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი.

სავარაუდოდ, გუკა რჩეულიშვილის დაკავება მისი „ცენტრ-პოინტის“ დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.

ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს.

უწყებაში აცხადებ, რომ საქმის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე