შსს-მ სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი დააკავა

საქართველო, თბილისი - 09:42 | 10.07.2016
ნანახია: 1334

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ბონდო კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბონდო კ.-ზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე