“აჭარაში როდესაც ვაკვირდებოდი, გული დამწყდა, რომ მომსახურე ობიექტებს არ ჰყავდათ შესაბამისი სამუშაო ხელი, რათა სწრაფად მომსახურებოდნენ ტურისტებს“
საქართველო, თბილისი - 17:48 | 13.06.2016 ნანახია: 1237პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს განცხადება გააკეთა სამთავრობო პროგრამა "Check in Georgia"-ის მიმდინარეობის შესახებ. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს წელს, Check in Georgia-ს პროექტში, კერძო სექტორისგან უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა იყო.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნება საბჭო, რომელშიც როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან, რათა გადაწყვეტილებების მიღება ყველას თანხმობითა და ჩართულობით მოხდეს.
”ყოველთვის ყველაზე დიდ ეფექტსა და პროდუქტიულობას თქვენ აღწევთ მაშინ, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი გყავთ ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ეს არის პრემიერის ინიციტივა, რომ შეიქმნას ისეთი საბჭო, სადაც იქნებიან როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები” - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვადების, კალენდრის, ჩამოსაყვანი არტისტებისა თუ სხვა შოუების შერჩევა-დაგეგმვა ყველას თანხმობითა და თანამონაწილეობით მოხდეს.
”წელს ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა გვქონდა კერძო სექტორისგან. თითქმის 7 მილიონი შემოწირულობები მივიღეთ Check in Georgia-ს მხარდასაჭერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაწარმოებთ კიდევ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი შემდეგ წელს გვინდა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმით იყოს იმისთვის, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ბათუმში მოულოდნელად გაძვირებულ ტურისტულ მომსახურებასა და სხვა ხარვეზებზე, რომლებიც წარმოიშვა "Check in Georgia-ს" აქტივობების მსვლელობის დღეებში. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თუ კერძო სექტორი ძალიან მაღალ ფასებს დაადებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა, მაგალითად, წყალი, ამ შემთხვევაში ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კერძო სექტორს მოუწოდა, დიდი ყურადღება მიაქციონ თავიანთ მარაგებს, საფასო პოლიტიკას სეზონის განმავლობაში და სწორად გათვალონ ის ადამიანური რესურსი, რომელიც სჭირდებათ.
„აჭარაში როდესაც ვაკვირდებოდი, გული დამწყდა, რომ ადამიანები კაფეებში შემოდიოდნენ და გადიოდნენ უკან, მომსახურების გარეშე, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მომსახურე ობიექტებს არ ჰყავდათ შესაბამისი სამუშაო ხელი, რათა სწრაფად მომსახურებოდნენ ტურისტებს. ამან, რა თქმა უნდა, დააზიანა როგორც თავად კერძო სექტორი, რადგან ნაკლები შემოსავლები შემოუვიდათ, ასევე მთელი ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა